Page content
2021 local elections in Georgia

ჩვენი საქმიანობა

დემოკრატიული მმართველობა

მიმოხილვა

UNDP-ის დემოკრატიული მმართველობის მიმართულება ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას ემსახურება, რათა თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ეროვნული პრიორიტეტების, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.   

ჩვენი საქმიანობა დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს ეფუძნება და მმართველობის ყველა დონეზე ვრცელდება.

ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ ინსტიტუციურ და ორგანიზაციულ განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიის ისეთი ფუნდამენტური პრინციპების დაცვას, როგორიცაა ძალაუფლების ბალანსი, დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა,  სოციალური თანასწორობა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, მოქალაქეთა ჩართულობა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საყოველთაო დაცვა.

ჩვენი საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი ვითარების სიღრმისეული ცოდნა გვეხმარება პარტნიორობისა და თანამშრომლობის ქსელის შექმნაში და ხელს უწყობს  ჩართულობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის პრინციპების დანერგვას.

17%

ქალები

საქართველოს პარლამენტში (2022)

24%

ქალები

ადგილობრივ თვითმმართველობაში (2022)

3.3%

რეგისტრირებული

შშმ პირი

ვრცლად

UNDP თანამშრომლობს როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ისე სამოქალაქო საზოგადოებასთან, საგანმანათლებლო და აკადემიურ ინსტიტუტებთან, მედიასთან, კერძო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეუწყოს დემოკრატიულ ცვლილებებს მმართველობის საკვანძო სფეროებში.

ჩვენი საქმიანობა ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა:

  • პროფესიული და ეფექტიანი საჯარო სექტორის შექმნა
  • სახელმწიფო სერვისების განვითარება
  • საპარლამენტო დემოკრატიის ხელშეწყობა
  • ინკლუზიური და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შემუშავება
  • რეგიონული და ადგილობრივი განვითარება
  • დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა
  • ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა
  • ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება
  • თავისუფალი და პროფესიული მედია
  • აქტიური სამოქალაქო საზოგადოება